ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი მადლობას უხდის ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ხაზს უსვამს ევროკავშირთან ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის აუცილებლობას.
მთავრობის მეთაური აქცენტს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე აკეთებს და მიესალმება მოწოდებას კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირის როლის გაზრდისკენ.
