Facebook-ს ბულინგის აღსაკვეთად ახალი ფუნქციები დაემატება.
სოციალური ქსელის შემქმნელების გადაწყვეტილებით, მომხმარებლები ახალი ფუნქციით ჩაგვრასა და შევიწროებას დაუპირისპირდებიან.
იმ შემთხვევაში თუ Facebook-მომხმარებელი სოც.ქსელში აღმოაჩენს, რომ გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარი მისთვის უარყოფითი ან საზიანოა, ის მსგავსი შინაარსის რამდენიმე კომენტარის ერთდროულად წაშლას შეძლებს.
სიახლე თავდაპირველად კომპიუტერული და Android ვერსიისთვის იქნება ხელმისაწვდომი, iOS-ის მომხმარებლები კი ახალი ფუნქციით რამდენიმე თვეში ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ Facebook სხვა ფუნქციასაც ტესტავს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაამატოს აკრძალული სიტყვა, რომელიც მის კომენტარებში აღარ გამოჩნდება.
