LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულია დურანტის ტოლია: ზაზას მსგავსი აბა სად არის

64

Basketusa.com-ზე გამოქვეყნდა „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის ინტერვიუ, სადაც ის ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიაზეც საუბრობს. კერი არ მალავს ზაზას ტრანსფერით მიღებულ სიხარულის განცდას და აცხადებს:

“ზაზა ფაჩულიას დამატება ისევე მახარებს, როგორც დურანტის. ამას სერიოზულად ვამბობ. ზაზასნაირი ცენტრის ყოლა გუნდში აუცილებელია, ჩვენ კი ასეთი არ გვყავდა.
გვყავდნენ კალათბურთელები, ვისაც ამ პოზიციაზე თამაში შეეძლო, მაგრამ ზაზას მსგავსი პროფესიონალის პოვნა ძალზე რთულია. მან ყოველთვის იცის, როგორ უნდა ითამაშოს და ჩვენს სტილს კარგად ერგება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები