სულ მალე „ფეისბუქს“ „არ მომწონს“ ღილაკი დაემატება. ამის შესახებ თავად მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.
„მომხმარებლები დიდი ხანია გვთხოვენ, სოციალურ ქსელში ეს ცვლილება შევიტანოთ. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, „არ მომწონს“ ღილაკი დავამატოთ და ხალხის თხოვნა გავითვალისწინოთ, თუმცა არ მინდა, „ფეისბუქი“ ფორუმს დაემსგავსოს“ – განაცხადა მარკმა.
მისივე თქმით, მიიჩნევს, რომ ხალხს მეტის მოქმედების საშუალება უნდა მისცენ და „არ მომწონს“ სწორედ ამისი დადასტურება იქნება.