უმცროსი ბექჰემები ცნობილი მამის ჩაცმის სტილს იმეორებენ (ფოტო)
დევიდ ბექჰემი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი მამაკაცია.
დევიდ ბექჰემი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მისაბაძი მამაკაცია.
ცოტა ხნის წინ, დევიდ ბექჰემმა ბრიტანეთის პროფესიონალი ფეხბურთელების გაერთიანებისგან მორიგი ჯილდო მიიღო. 41 წლის სპორტსმენმა სამადლობელი „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, სადაც მადლობას უხდის საკუთარ ოჯახს. ბექჰემის თქმით, მათი თანადგომის გარეშე ის ამდენს ვერ შეძლებდა.
დევიდ ბექჰემი მსოფლიოში ცნობილი არამარტო ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად, არამედ სამაგალითო მამადაც არის. მან არაერთხელ აღიარა, რომ შვილებთან მცირე დროითაც კი დაშორება მასზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს.