LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sia

სიამ შემთხვევით სახე გამოაჩინა (ფოტო)

კოლორადოში გამართულ ფესტივალ Series Fest-ის ფარგლებში გამოსვლის დროს, ავსტრალიელმა მომღერალმა სიამ მოულოდნელად სახე გამოაჩინა. აღნიშნული ტრიუკი მას დაგეგმილი არ ჰქონია, ყველაფერში დამნაშავე ქარი აღმოჩნდა, რომელმაც მისი საფირმო შავ-თეთრი პარიკი და უზარმაზარი ბაფთა კინაღამ მოაძრო.

სიას ახალი სიმღერა ფილმის საუნდტრეკის ნაწილი გახდა (აუდიო)

ქსელში სიას ახალი თრექი „Waving Goodbye“ მოხვდა, რომელიც ფილმ „ნეონის დემონის“ საუნდტრეკის ნაწილს წარმოადგენს და რომლის პრემიერაც 10 მარტს შედგა.

სიამ ახალი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

ავსტრალიელმა მომღერალმა სიამ ახალი კლიპი „Cheap Thrills“ გამოუშვა. ვიდეოში, ისევე, როგორც მუსიკოსის სხვა ნამუშევრებში, კვლავ ნაჩვენებია ცეკვები, თავად მოცეკვავეები კი მომღერლის საფირმო შავ-თეთრ პარიკებში არიან.

სიამ თავისი კლიპის ახალი ვერსია გამოუშვა (ვიდეო)

YouTube-ზე სიას სიმღერაზე „Alive“ გადაღებული კლიპის ახალი ვერსიის პრემიერა შედგა. ტრადიციულად, თავად ავსტრალიელი მომღერალი ვიდეოში არ მონაწილეობს, მთავარ როლს მასში იაპონელი მსახიობი ტაო ცუტია ასრულებს, რომელიც სიმღერის ფონზე ცეკვავს.