კომპანია Facebook-მა ახალი აპლიკაცია - Messenger Kids წარმოადგინა. სიახლე საშუალებას აძლევს ბავშვებს, რეგისტრაციის გარეშე გაცვალონ შეტყობინებები და ვიდეოზარები განახირციელონ.
1 დეკემბერს, კომპანია HMD Global-მა არსებობის ერთი წელი იზეიმა. ახალი ხმების თანახმად, ფინური მარკა პირველ იუბილეს 2018 წლის დასაწყისში სმარტფონის გამოშვებით აღნიშნავს. საუბარია Nokia 9-ზე. არსებული ინფორმაციით, მას მეორე თაობის Nokia 8 მოჰყვება.
ამ დროისთვის ახალი iPhone X Plus მხოლოდ ჭორების დონეზე არსებობს, ასე რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ ვრცელდება, სანდო წყაროს არ ემყარება.
თანამედროვე მოწყობილობებში თითის ანაბეჭდისა და სახის სკანერი აღარავის უკვირს. ამჯერად Samsung-მა კიდევ ერთი სკანერი დააპატენტა. საუბარია ხელისგულის ანაბეჭდზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ სმარტფონის განბლოკვისთვის მისი ეკრანზე ან უკანა პანელზე მიდება საჭირო აღარ იქნება.
კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომლის ფინანსურმა მდგომარეობამ უკანასკნელი 18 წლის მანძილზე 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
კორპორაცია Apple-მა გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 23-დან 27 დეკემბრის ჩათვლით ონლაინ-მაღაზია App Store ტექნიკური და ფინანსური საკითხებისთვის არ იმუშავებს.
სოციალურმა ქსელმა „ინსტაგრამმა“ 2017 წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული ჰეშტეგი გამოავლინა. უკვე მეხუთე წელია, პირველობას არავის უთმობს #Love (სიყვარული).
Samsung Galaxy S8-სა და S8+-ის მომხმარებლებმა სმარტფონების პრობლემის შესახებ განაცხადეს: მათი თქმით, მოწყობილობის კამერის ავტოფოკუსი ხარვეზებით მუშაობს.