მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ ისეთი მოწყობილობის შექმნაზე, რომელიც ერთდროულად იქნება ცოცხალი არსებისა და რობოტის ჰიბრიდი. თავისთავად არამორალურია მცდელობა ადამიანებისა და რობოტების გაერთიანების, თუმცა ცხოველების ან მწერების ანალოგიაზე პრობლემა არ არსებობს. კომპანია Charles Stark Draper Laboratory Inc. დიდი ხანია მუშაობს ამ ტიპის მოწყობილობების იდეაზე. სულ ახლახანს, მასაჩუსეტის შტატში, მათ შექმნეს პირველი დისტანციურად მართვადი კიბერნეტიკული ნემსიყლაპია.