ჯეი-ზი სადებიუტო ალბომის, Reasonable Doubt გამოსვლიდან 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად იანკის სტადიონზე გამართულ კონცერტზე მეუღლესთან, ბიონსესთან და ქალიშვილთან, ბლუ აივისთან ერთად გამოვიდა.
ჯასტინ ბიბერი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიულ, ტურნირის ფინალური მატჩის ტაიმებს შორის შესვენების პირველ მუსიკალურ შოუზე პერფორმერთა სიას შეუერთდა.
ბრიტანული პრესა ადელის შესაძლო მუსიკალურ დაბრუნებაზე ალაპარაკდა. ჭორებს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ქსელში გავრცელდა არტისტის ფოტო ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე Church Studios-იდან.
ჯეი-ზის მუსიკალური მოღვაწეობის 30 წლის იუბილესთან, ასევე ორი საკულტო ალბომის - Reasonable Doubt და The Blueprint გამოსვლიდან 30-ე და 25-ე საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული კონცერტების სერია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს.
შაკირამ საჯაროდ გამოხატა სიმპათია დუა ლიპას მიმართ და მასთან ერთობლივი სიმღერის ჩაწერის სურვილიც გამოთქვა. კოლუმბიელმა მომღერალმა ეს განცხადება ლელე პონსის პოდკასტში სტუმრობისას გააკეთა, რითაც მუსიკალურ სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
რიკი მარტინი, რომლის სრული სახელი - ენრიკე მარტინ მორალესია, საყოველთაოდ აღიარებულია როგორც „ლათინური პოპის მეფე“. პუერტორიკოელი მომღერლის მუსიკალური კარიერა 35 წელს ითვლის, ამ დროის განმავლობაში კი, მას მსოფლიო მასშტაბით 70 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.