მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და ლამაზი ქალაქი, პარიზი, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ჰაერის დაბინძურების დონე აქ მაქსიმალურს აღწევს, ადგილობრივი ხელისუფლება კი ამ პრობლემის მოგვარებას ყველანაირად ცდილობს.
პირველად, რუს ტურისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, საქართველო ვიზიტისთვის ყველაზე პოპულარულ ქვეყანად დასახელდა. მან უკან იტალია, ტაილანდი, ესპანეთი, გერმანია, ჩეხეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბელარუსი და ესტონეთი ჩამოიტოვა.
56 წლის აქტივისტმა, საბასტანცია ჯონსმა 2017 წლის უჩვეულო კალენდარი შექმნა, რომელზეც სხვადასხვა ზომის ადამიანები არიან გამოსახულები. ფოტოებზე ისინი ტანგოს ცეკვავენ, იოგას ვარჯიშობენ და უბრალოდ პოზიორობენ.
მარკ ცუკერბერგმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფოტოები გააზიარა, რომლებიც მისი ქალიშვილის პირველ იუბილეს ასახავს. ფოტოებზე უმცროსი ცუკერბერგი დედასთან, პრისცილა ჩანთან ერთად არის გამოსახული.
პორტალმა The Cut ინდოელი ტომის, ნავაჰოს ქალების სილამაზის ევოლუციას ვიდეო მიუძღვნა. კლიპი პროექტის „სილამაზის 100 წელი“ მხარდასაჭერად ჩაიწერა და ის მოდის ცვალებადობას ეძღვნება.
მაიკლ ჯექსონი - მუსიკალური სამყაროს ერთი დიდი ეპოქაა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკის, ცეკვისა და მოდის განვითარებაში. თუმცა ისევე, როგორც ბევრ სხვა გენიოსს, მასაც უამრავი უცნაურობა ჰქონდა, რაც პირველ რიგში მის გარეგნობაზე აისახებოდა.
შობა ახლოვდება და მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები ტრადიციული ქველმოქმედებისთვის ემზადებიან. Dior-მა, Ellie Saab-მა, Chanel-მა და სხვა მსხვილმა ბრენდებმა საქველმოქმედო აუქციონისთვის საკუთარი დიზაინით შექმნილი ნაძვის ხეები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ტრადიცია სათავეს 1993 წლიდან იღებს და მას საფუძველი ჟურნალისტმა მარი-კრისტიან მარეკმა ჩაუყარა.