თანამედროვე სამყაროში ადამიანების დიდი ნაწილი სოციალური ქსელებით ცხოვრობს. ყოველდღიურად Facebook-ს 1,28 მილიარდი ადამიანი იყენებს, ხოლო „ტვიტერზე“ საშუალოდ 500 მილიონი ტვიტი იწერება, შესაბამისად ჩნდება იმისი საშიშროება, რომ საქმე იმდენად შორს არის წასული, რომ მომხმარებლების უმეტესობა შეპყრობილია სოციალური ქსელებით და მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.