13 იანვარს, ჰავანას ნაციონალურ თეატრში უნიკალური წარმოდგენა გაიმართა. შოუ გამორჩეული იმით იყო, რომ მასში სტანდარტულისგან საკმაოდ განსხვავებული ზომის ბალერინები მონაწილეობდნენ, რომლებმაც არამარტო კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, არამედ მაყურებლისგან მქუხარე აპლიდისმენტებიც დაიმსახურეს.