LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოუბიზნესი

„სათვალეებიანი პიცა“ – ბედ ბანი Toy Story 5-ის ახალი პერსონაჟის ხმაა
19 ივნისიდან ეკრანებზე საკულტო ანიმაციური ფილმის - ,,სათამაშოების ისტორია'' მეხუთე ნაწილი გამოჩნდება. მომავალი პროექტის სიუჟეტი სათამაშოების ბრძოლას ეხება — ისინი ბავშვების ყურადღების მოსაპოვებლად თანამედროვე ტექნოლოგიას, პლანშეტ - Lilypad-ს უპირისპირდებიან.
შაკირამ აღიარა, რომ ჟერარ პიკეს მიმართ კვლავ ორაზროვანი გრძნობები აქვს
მომღერალი, რომელიც ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელთან 11 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ 2022 წელს განქორწინდა, პირველად გულახდილად ალაპარაკდა.
ბრედ პიტი დაქორწინებას აღარ აპირებს
ბრედ პიტმა, რომელიც ამჟამად ინეს დე რამონს ხვდება, განაცხადა, რომ აღარ აპირებს დაქორწინებას, იუწყება „დეილი მეილი“ ინსაიდერ წყაროზე დაყრდნობით.
„ერთი წლის შემდეგ პირველად ამოვისუნთქე, კიბოსგან თავისუფალი ვარ!“ – ჯესი ჯეი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
გასული წლის ივნისში მომღერალმა სოციალურ ქსელში გაამხილა თავისი დიაგნოზი და იმავე თვის ბოლოს ოპერაცია გაიკეთა...
ვიდეო: ყოფილი ცოლის კვალდაკვალ – ტომ ბრედის დებიუტი პოდიუმზე
48 წლის ტომ ბრედი პოდიუმზე შთამბეჭდავი, ტყავის „ლუქით“ გამოვიდა და თავდაჯერებული მანერით მალევე მოექცა სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში
CSI: Miami-ის ვარსკვლავის რადიკალური ცვლილება – დეივიდ კარუსო წლების შემდეგ პირველად გამოჩნდა
მისი ამჟამინდელი გარეგნობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ დახვეწილი და ელეგანტური იმიჯისგან, რომლითაც მაყურებელი მას პოლიციის ლეიტენანტ, ჰორაციო ქეინის როლით იცნობდა
ფოტო/ვიდეო: კაბა, რომელიც 22 160 საათი იქმნებოდა – ბელა ჰადიდიმ თამამი „ლუქი“ ჯეინ ბირკინს მიუძღვნა
29 წლის მოდელმა სპეციალურად მისთვის შექმნილი, „სკიაპარელის“ კაბა მოირგო, რომელიც ჯეინ ბირკინის 1969 წლის ცნობილი სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია გახლდათ
„ცეცხლს ეთამაშები!“ – ვენსან კასელის „ბერმუდის სამკუთხედი“ „კანის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კასელის ყოფილი და ამჟამინდელი საყვარელი ქალები ერთ ღონისძიებაზე ხვდებიან
სიშიშვლეზე უფრო პიკანტური –  კრისტენ სტიუარტის „ლუქი“ „კანის ფესტივალის“ მთავარი განხილვის თემაა
შაბათს, ახალი კომედიური ფილმის, Full Phil-ის ფოტოსესიაზე, სტიუარტი „შანელის“ 2026 წლის გაზაფხულის კუტიურ კოლექციის სამოსში გამოჩნდა
დიდი შეკრება არასრული შემადგენლობით – რა ხდება ბექჰემების ოჯახში
ვიქტორია ბექჰემმა სოციალურ ქსელში ოჯახური წვეულების ამსახველი ფოტოები გააზიარა, რომელიც მისი მამის, ენტონი უილიამ ადამსის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა
ლიონელ მესი, ბედ ბანი, ტიმოთი შალამე – Adidas-ის ახალი კამპანია ვარსკვლავური შემადგენლობით
Adidas-მა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი მასშტაბური კამპანია, Backyard Legends წარადგინა, რომელიც ფეხბურთის ისტორიულ ლეგენდებსა და თანამედროვე ვარსკვლავებს აერთიანებს.