LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ოქტომბრის არჩევნები

ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის დროს, კაბინაში მასთან ერთად იმყოფებოდა უცხო პირი, რომელიც აკონტროლებდა მის არჩევანს და აძლევდა მას მითითებებს: ანა ბუჩუკური დარღვევებზე

12 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 40-მდე საჩივარი.

დღეს, ჩვენი მაქსიმალური აქტიურობით შეგვიძლია საბოლოოდ დავასრულოთ პოლარიზაცია, სიძულვილი და აგრესია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში: კახა კალაძე

მისი განმარტებით, 150 ათასზე მეტმა ადამიანმა არჩევანი უკვე გააკეთა, თუმცა მეტი აქტიურობაა საჭირო იმისთვის, რათა არჩევნები დასრულდეს იმ შედეგით, რომელიც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი ქვეყნის, დედაქალაქის განვითარებას და აღმშენებლობას.

25 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ქალაქმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა. ეს სიკეთე მინდა დავუბრუნო: არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ

თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა სწორ და გულწრფელ არჩევანს გააკეთებს. 

მინდა საქართველოში გათენდეს… 72 წლის კაცი იძულებული გავხვდი წინა ფრონტზე გამოვსულიყავი: ანზორ მელია

ანზორ მელია მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს, რათა „საქართველო გადავარჩინოთ“.

შესაძლოა მოხდეს გარკვეული ინციდენტები. მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ: NGO-ები

ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და იმოქმედოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით.