LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისი

ლაგაზიძე ხელისუფლებას: რა ნაცების აქცია?! დღეს იმ აქციაზე რა ხალხიც იქნება, ის ყველა თუ ნაცია, წასულია თქვენი საქმე და ეგაა

"მოგიჩლუნგდათ თვითგადარჩენის ინსტინქტები, საბედნიეროდ" - პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე რუსთაველის გამზირზე დღეს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს.

კაფე “ცისკარი” დღეს 19:00 საათამდე იმუშავებს – თანამშრომლები აქციას უერთდებიან

დღეს ჩვენ გადავინაცვლებთ რუსთაველის გამზირისკენ. ხვალიდან, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ელისაშვილი: დღევანდელ აქციაზე უნდა დავანახოთ ევროპასაც და ხელისუფლებასაც, რომ არ გვინდა ჩელიაბინსკის გარეუბნად ვიქცეთ!

"ახლა თვითგვემის და ევროპაზე ხელის ჩაქნევის დრო არ არის. რა არის არჩევანი? შევუერთდეთ რუსეთს? ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არ უნდა დავუშვათ!" - აცხადებს ელისაშვილი.

რუსთაველზე აქციის სამზადისი დაიწყო – მონაწილეებს სიტყვით უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიმართავენ

21:00 საათზე აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

კალაძე: დღევანდელი აქცია არის “ნაციონალური მოძრაობის”, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი

"ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან" - აცხადებს კახა კალაძე.