„გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არ არის მიღებული რუსეთისგან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის“.
„ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელსაც კორდონი აქვს გაკეთებული.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონია ქვეყნის 10 ქალაქსა და თბილისში ერთდროულად მიმდინარეობდა.