„ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ და დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ არ არიან სწორ გზაზე.“
საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვერ ვხვდებით, რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას სანქციებთან შეერთება. პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვეს კიდეც,- აცხადებს რადას დეპუტატი.
ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა, რასაც ახლანდელი მთავრობა აკეთებს საქართველოს ინტერესებში არ შედის“ - აღნიშნავს გონჩარენკო.
დეპუტატის შეფასებით, ოფიციალური კიევის დიპლომატიური დემარში სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ისინი ღარიბაშვილის კაბინეტისგან მხარდაჭერას ვერ ხედავენ.