თბილისში საშობაო მსვლელობა დაიწყო
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება.
"მსვლელობა მანქანებით დაიწყება 7 იანვარს, 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რომელიც დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, 16:00 საათზე, ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით" - აცხადებენ საპატრიარქოში.
''წელს ფეხით მსვლელობა ვერ აღესრულა. თუმცა, მანქანებით ვახერხებთ, რომ დავლოცოთ და ნაკურთხი წყლით ვაკურთხოთ ქუჩები''. - არქიმანდრიტრი გიორგი გურჩიანი.
საშობაო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II 6 იანვარს, საღამოს 23:00 საათზე აღასრულებს.