„ნისლი, ქარბუქი, ძლიერი თოვა“ – საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა.
ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოკლევადიან პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნალექის შეწყვეტასთან ერთად, სავარაუდოდ, ყინვა გაძლიერდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს.