LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური

დავით ჩიხელიძე: „საქართველო-აშშ-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით ანა ბუჩუკურის პოზიცია დილეტანტურია, სწორედ აშშ-ს სენატში და კონგრესში მიიღეს გარკვეული ფინანსური სანქციების აქტი, რაც პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში არ ჯდება“

მისივე თქმით, სამწუხაროდ ბოლო დროს აშშ ღია ანტიქართულ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც ოპოზიცია არ ან ვერ ამჩნევს, მათ მიერ ხელოვნურად თავის დაბრმავება აჩენს განცდას, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან საკუთარი პატრონების სურვილს, მოხდეს საქართველოს დისკრედიტაცია.

ანა ბუჩუკური: „ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე, ნანა ამბროლაძე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს“

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბუჩუკურმა აღნიშნა, აღნიშნული სკოლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ მაკა გაბელაშვილი დაინიშნა, რომელიც იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა.

ანა ბუჩუკური: „დაახლოებით, 10 დღეში ბავშვები სკოლებში სწავლას იწყებენ და სამწუხაროდ, პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო საჯარო სკოლების ბავშვთა კვების უზრუნველყოფა, გაჩერებულია“

„ჩვენი გუნდი „ოცნებას“კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სასწრაფოდ გადმოიღონ თაროდან მზა პროექტი და სასწრაფოდ დაიწყონ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა!“ - აღნიშნული განცხადება „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

„ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებთან, მათ შორის პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით… ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით“ – ანა ბუჩუკური

„ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოთვის“ დეპუტატებთან, (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით“ - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.