ევროპარლამენტარების განცხადება: ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე ბრალდებები საფუძვლიანად უნდა გამოიძიოთ
საქართველომ ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური, თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის, -ნათქვამია განცხადებაში.
