LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ

„აშშ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის, სერიოზულად შეშფოთებულია“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოშია

„გამარჯობა! თბილისში ჩამოვედი, რათა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ მხარდაჭერა დავადასტურო“ - ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ნატო-ს, ევროკავშირის გარეშე, ყველაფერი ლაყბობა და ტყუილია. ამიტომ საქართველო [ამაში] მონაწილეობას რომ არ იღებს, ნაციონალური მასშტაბის კატასტროფაა“ – გვარამია აშშ – ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე

„ქართული ოცნებისეული“ გამოცდილებითაც კი, რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, თუ ეს დანამდვილებით გვინდა, გარანტირებული ვიყოთ, მაშინ დაცულები უნდა ვიყოთ“ - ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.