„შემაძრწუნებელი ტრაგედიაა, უსამართლოა ეს ცხოვრება… გახსოვს, კაბას რომ ვარჩევდით შენს ქორწილში რა უნდა ჩამეცვა, ახლა რა ვქნა, ლუკი?“ – ცნობილია ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
გასულ ღამეს, ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა და მასში მსხდომი ადამიანები ადგილზე დაიღუპნენ.
