LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზოვსტალის ქარხანა

„იმედია, ბნელ ჯოჯოხეთში ჩარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას გამოვიყვანთ“ – „აზოვსტალში“ გაეროს ახალი კოლონა მიემგზავრება 

ამის შესახებ დასავლური მედია გაერო-ს ჰუმანიტარულ ხელმძღვანელ მარტინ გრიფიტსზე დაყრდნობით წერს

პუტინმა ნაფტალი ბენეტთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინამ „აზოვსტალში“ მყოფ თავის მებრძოლებს უნდა უბრძანოს, ჩაბარდნენ: კრემლის პრესსამსახური

პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ძალები მზად არიან, უსაფრთხო გასასვლელი შესთავაზონ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ქარხანაში რჩებიან.

არავის არავინ არ განუდევნია, რუსები „აზოვსტალში“ არიან, მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლა: სვიატოსლავ პალამარა

ცნობისათვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ „უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსული ჯარები „მოიგერიეს“.

უკრაინელმა სამხედროებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსული ჯარები „მოიგერიეს“: ალექსეი არესტოვიჩი

მისივე ინფორმაციით, ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლები მიმდინარეობს და ყველა სხვა ინფორმაცია ზუსტდება.  

თუ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ის “აზოვსტალშია”: მარიუპოლის მერის მრჩეველი

"ეს არის დაბომბვა და თავდასხმა შესვენების გარეშე. ღამითაც კი, ზოგან ბრძოლა უკვე ქარხნის მიღმაა. მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად იქცა" - წერია მიმართვაში.