პაპუაშვილი: „შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა.. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის, ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში“ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
