„რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ფასების დაკლების საკმაოდ დიდი სივრცე გვაქვს, მიმაჩნია, რომ შეიძლება, დაიწიოს 20%-მდე“ – კომპანია „ბარაქას“ დირექტორი
ამის შესახებ კომპანია „ბარაქას“ დირექტორმა, ვაჟა ბერიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
