LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი გარდაიცვალა

იაშვილის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, წუხელ გარდაიცვალა. 6 წლის საბა კიწმარიშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსგან უცხოელი ექიმის მოწვევას ან საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვდა. როგორც რამდენიმე დღის წინ ბავშვის დედამ, თამარ ჩხიკვაძემ განაცხადა, ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა

ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.