შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) აძლიერებს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ბაზისბანკისთვის 25 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დაფინანსების გამოყოფით. შესაბამის შეთანხმებას ხელი „ბიზნეს დიალოგის“ ფორუმის ფარგლებში მოეწერა.
