იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო პროცესს აკვირდება 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე, 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 000-ზე მეტი დამკვირვებელი.
4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს რიგი აკრძალვები იმოქმედებს, მათ შორის იკრძალება კენჭისყრის შენობაში აგიტაცია, შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება, ამომრჩეველთა აღრიცხვა და კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება