LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო

მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტს ჩემი კანდიდატურა ასარჩევად არ წარუდგინა: გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მოულოდნელს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ის ამავე თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანდიდატები არიან თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე.

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა – ვინ შედის სიაში?

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.