LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო

17:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლების აქტივობა 39,5%-ს შეადგენს

ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში - 52,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მცხეთა მთიანეთში - 33,9%.

15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა: ცესკო

ამომრჩევლის აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.

პიროვნება ქორწინების შემდეგ გადავიდა მეუღლის გვარზე – ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ: ცესკო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნაძალადევში, გაყალებებული პირადობის მოწმობით ხმების გაყალბება ხდება, ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება.