შალვა პაპუაშვილი: „ჩხრეკები მიმდინარეობს კანონიერი პროცედურების შესაბამისად… დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობა იყო და ვნახეთ, რომ როდესაც ოფისებიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს, ძალადობა იმ მომენტიდან შეწყდა“
„ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც მნიშვნელოვანია პროკურატურამ ჩაატაროს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ის გამოძიებები, რომელიც მიმდინარეობს, ამ გამოძიებებს ექნება სრული სურათი და პასუხი ჩვენი საზოგადოებისთვის“ - თქვა პაპუაშვილმა.
