არასრულწლოვანის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა – „არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა“
„მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა“ - აცხადებენ პროკურატურაში.
