LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება

შს მინისტრის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს კიდევ 16 პირი დააკავეს – ჯამში დაკავებულია 62 პირი

„მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება იმ პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს თბილისში კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს“ - თქვა გელა გელაძემ.

თბილისში, ვერის ბაღთან ორი ადამიანი დაჭრეს – შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცნობით, დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სუს-ის განცხადებით, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გიორგი ქემოკლიძე დაკავებულია „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.