LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება

ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მასწავლებელი, მანანა მიქავა დააკავეს

ის, დაკავებული მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას მხარდასაჭერად ზუგდიდში პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ფეიერვერკი გაისროლა.

რესტორან „ბაბილოსთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ყველას, ვის საქმესაც სასამართლო დღეს განიხილავდა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

რესტორანში დაკავებულებს: ზურაბ მანჩხაშვილს - 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს - 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს -15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

„მოქალაქეებს უწყების სახელით ურეკავდნენ, არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით ავარია მოხდა და თანხას სძალავდნენ“ – შსს-მ 4 პირი დააკავა

„ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 61 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა“ - აცხადებენ შსს-ში.

ახალციხეში, საახალწლო ღონისძიებაზე პარტია „ახალის” ოფისის წარმომადგენელი დააკავეს

როგორც „ფორტუნას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დავით ახალკაცი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.