LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება

ვიდეო: „დაკავებულია ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, რომელმაც ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტით აზარალა“ – საგამოძიებო სამსახური

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული“ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს

ვიდეო: „დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს თბილისში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით?

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ი.კ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„უკანონოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თბილისში მდებარე დაახლოებით 1 480 000 ლარის ღირებულების ორ კომერციულ ფართსა და სამ საცხოვრებელ ბინას“ – რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით დაკავებულია ერთი პირი, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.