LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა

სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე 142 629.7 ლარი გადარიცხა, შემდგომ კი აზარტული თამაშებსა და სხვადასხვა გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

შსს-მ საქართველოს მასშტაბით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 10 პირი

შსს-მ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს ხუთი წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა

აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.