LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამნაშავედ ცნო

დამნაშავედ ცნეს 2 პირი, რომლებმაც ყვარელში, ტყეში 68 წლის კაცს სცემეს, თანხა გასტაცეს და დამამცირებელი ქმედების ვიდეო გადაიღეს

ერთ ბრალდებულს 6 წლით, ხოლო არასრულწლოვან ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებული 14 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

„ანგარიშსწორებისას, ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ“ - აცხადებენ პროკურატურაში.

მაღაზიის მოლარის დაყაჩაღებისთვის პირს 11 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

2021 წლის 12 აგვისტოს, თბილისში სს "ნიკორა ტრეიდის" ერთ-ერთ ფილიალში პირი თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორს და დანის მუქარით 300 ლარი გაიტაცა.

ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მოსამართლემ ბრალდებულებს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირდა და ისინი დამნაშავედ ცნო ჯგუფურ ძალადობაში.

გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, მოკვლის განზრახვით, შვილს დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.