LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება პარლამენტში

„11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა „ოცნება“ თავის წარმომადგენლებით“ – თინა ბოკუჩავა

„ეს პარლამენტი, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდი არის ალბათ, ყველაზე სამარცხვინო, რაც კი მათ შორის „ოცნების“ მმართველობის დროს მინახავს“

„ხალხის ძალის“ დეპუტატი: „მოვითხოვ ყველა შემთხვევის გამოძიებას, რომელიც პროვოცირებული იყო ოპოზიციონერი ქალების მიერ და გამოიწვია „ოცნების“ ცალკეული ქმედებები“

როგორც „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი სურვილია 2020 წლიდან პარლამენტში მომხდარი ფაქტები სქესისგან დამოუკიდებლად გამოიძიონ.

„ოპოზიციის წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა – ქალი იქნება თუ კაცი, უკიდურეს პროვოკაციაზე მიდის..“ – ნინო წილოსანი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ეხმაურება და აცხადებს, რომ შეურაცხყოფის აღნიშნული ფორმები მიუღებელია.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.. ის, რაც ვიხილეთ უმსგავსობაა, ქართული კულტურისათვის უღირსი და სამარცხვინო საქციელია

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე“, რასაც მისი თქმით, „პარლამენტის თავმჯდომარისგან მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“.