ვიდეო: „თეატრი გავიდა თავისი შენობიდან, გავიდა გარეთ და უნდა შეხვდეს თავის მაყურებელს“ – დავით დოიაშვილი
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება.
ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება.
დასის წევრებმა დაკავებულების სახელები გამოაცხადეს.
„ჩვენი სათქმელი იქნება ძალიან პირდაპირი, აბსოლუტურად გულწრფელი. ეს იქნება თეატრის მანიფესტი, რომელიც იცავს თავის ერთ ჯარისკაცს“ - ამბობს „ახალი თეატრის“ ხელმძღვანელი.
„როცა ქვეყანაში შუქი ქრება, მაშინ ინთება სცენა, რისი მომსწრენიც გახდებით ხვალ“ - დავით დოიაშვილი
თეონა ჯორბენაძე დავით დოიაშვილის, ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული ინტერვიუ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისთვის „უკიდურესი ზღვარია“.