LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძე

შსს-მ დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტზე ოფიციალური განმარტება გააკეთა

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე.

ნიკა მელია დავით კირკიტაძის დაკავების კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

კადრებში ჩანს, როგორ გადმოყავთ პოლიციის თანამშრომლებს ავტომობილიდან დავით კირკიტაძე და აცნობენ მას დაკავების მოტივს.

მას შემდეგ, რაც ადვოკატს და პრესას დავურეკე, პოლიციელები წავიდნენ – დავით კირკიტაძე

შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციელთა მობილიზება სოფელ ველისციხეში გუშინ განვითარებული მოვლენების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.