LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სერგეენკო

ალბათ აფთიაქებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ მარაგები შეავსონ – სერგეენკო პირბადეების დეფიციტზე

სერგეენკოს ინფორმაციით, ხვალიდან „ტამიფლუს“ მარაგების შევსება დაიწყება, როგორც აფთიაქებში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში

გრიპის ვირუსით კლინიკებში 640-მდე პაციენტი მკურნალობს – დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, იმ ადამიანების მაჩვენებელი, რომლებმაც ექიმს ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართეს, 45%-ია. ჰოსპიტალიზებული 640 პაციენტიდან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ჯანდაცვის სამინისტრომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე უნდა შეიმუშაოს

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე შეიმუშაოს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროფილაქტიკური აცრების სავალდებულობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.