1-2 კვირის შემდეგ, შტორმსა და ძალიან მძიმე მონაცემებს მივიღებთ: დევი ტაბიძე
"ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების პიკურ პერიოდს ექიმები იანვრის ბოლოდან ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ახალ შტამს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალურად გადატვირთვა მოჰყვება.
"ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების პიკურ პერიოდს ექიმები იანვრის ბოლოდან ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ახალ შტამს ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალურად გადატვირთვა მოჰყვება.
დევი ტაბიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის დასასრულია.
"ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს და შესაძლებელია, კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, სწორად მართონ ოჯახის ექიმებმა ბინებზე და კოვიდსასტუმროებში და არ მოხდეს რაოდენობის ზრდასთან ერთად ჰოსპიტლების გადატვირთვა" - აცხადებს ტაბიძე.
"ციფრები რომლებიც დღეს არსებობს, არის არასტაბილური" - რჩევები უცვლელია - ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა.
"ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი სერიოზული იქნება," - აცხადებს დევი ტაბიძე.