LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდთოვლობა გურიაში

„მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“ – შსს

სამაშველო სამუშაოებში ჩართულმა მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის მცირეწლოვნები და ხანდაზმულები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

გიგა მაქარაშვილი გურიაში წასულ მოხალისეებზე: „ყელამდე თოვლში 11 საათი იარეს, ნახევრად ჩამონგრეულ სახლში 70 წლამდე ქალი იპოვეს – თვალები რომ გაახილა, ეგეთი ბედნიერები არასდროს ვყოფილვართო… ჯამში 25 000 ლარის ჯარიმის ქვითრები აქვთ ბიჭებს“

„ჩემმა დისშვილმა გამოგგზავნათ ალბათ ბიჭებოო, უკითხავს გამოფხიზლებულ ქალს. ერთადერთი დისშვილი მყავსო, თბილისში ცხოვრობსო, „საპატრულო მილიციაში“ მუშაობსო!“ - წერს გიგა მაქარაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაცია: „პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო შტაბს გურიის რეგიონში ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენისთვის კონკრეტული მითითებები მისცა“

შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმის შესაბამისად რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.