LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟან მონეს დიალოგი

ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმების მიზანი დროის არ ქონა არ იყო: შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის სპიკერი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს, გაასაჯაროვონ სრული კომუნიკაცია, რომელიც მის კაბინეტთან შედგა.

“ქართულმა ოცნებამ” გვაჩვენა ნამდვილი სახე, როცა მოუცლელობის მიზეზით ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გადადო: გრიგოლ გეგელია

„საინტერესოა, მოუცლელობის გამო ხომ არ დატოვეს მიშელის შეთანხმებაც? მოუცლელობის ბრალია კრემლის დაკვეთით მოკლულ ხანგოშვილზე დუმილი? მოუცლელობის ბრალი ხომ არაა ანაკლიისა და სხვა გეოპოლიტიკური მეგა-პროექტების ჩაძირვა?" - აღნიშნავს გეგელია.

ევროპარლამენტარების განცხადება განსაცვიფრებელია, იგი ჟან მონეს ფორმატის საპირისპიროა: გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებით, სასურველია, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ევროპარლამენტარების საქართველოში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ"