თეონა აქუბარდია: „ჟენევის დისკუსიებზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა დიდი საფრთხე შეუქმნა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას – მოვუწოდებ ივანიშვილს, თქვას სიმართლე!“
აქუბარდიამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად, ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის.
