LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრი პესკოვი

პესკოვი: NATO უკრაინის კონფლიქტში დე ფაქტო ჩაერთო – ეს გვაიძულებს სხვა ძალების მობილიზებას

„კიევის რეჟიმი ერთია, NATO-ს პოტენციალი კი სხვა. ეს ნიშნავს დამატებით ტვირთს, თუმცა, ჩვენი პოტენციალი გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ ოპერაცია ამ სიტუაციაში.“

პესკოვი: პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ

„ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.“– აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვი: ახალი ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულებები 30 სექტემბერს გაფორმდება

„ხვალ, კრემლის დიდ სასახლეში გაიმართება ხელშეკრულებების ხელმოწერა რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ. ამ ღონისძიებაზე პრეზიდენტი პუტინი სიტყვით გამოვა.“– განაცხადა პესკოვმა.

პესკოვი: „სამხედრო ოპერაცია“ გაგრძელდება მანამ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსი სამხედროების ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ისინი „სპეცოპერაციის ფარგლებში ახორციელებენ, უმაღლეს მეთაურს [პუტინს] ეცნობება.“