„არის საშიშროება, წარმოიქმნას ხანძრები, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან“ – იმერეთის გუბერნატორი მოსახლეობას მიმართავს
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, დღეისათვის 600-მდე შენობაა დაზიანებული და ამ ეტაპზე 150-მდე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მისივე თქმით, პრობლემებია გაზისა და წყლის მიწოდების კუთხითაც.
