ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
გადაწყვეტილება მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო. ნიკა გვარამიას ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა - მოსამართლის გადაწყვეტილებით მას პასპორტიც ჩამოერთვა.
