მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შეფასებისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა - ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.
მისი განცხადებით, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო გარემოს მიმართ არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.